ენტონი ბლინკენი - ირანის ბირთვული იარაღისთვის საკმარისი მასალის წარმოებისთვის ერთი ან ორი კვირაა საჭირო
დრო, რომელიც საჭიროა ირანის ბირთვული იარაღისთვის საკმარისი მასალის წარმოებისთვის, ახლა ალბათ ერთი ან ორი კვირაა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
ეს არის ყველაზე მოკლე დრო, რომელიც აშშ-ის ოფიციალურ პირებს ოდესმე უხსენებიათ. Ეს მას შემდეგ ხდება, რაც ირანმა გადადგა ნაბიჯები ბოლო თვეების განმავლობაში, რათა გაეძლიერებინა შესაბამისი მასალის წარმოება.
ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ-ის პოლიტიკაა, ხელი შეუშალოს ირანს ბირთვული იარაღის მოპოვებაში და ადმინისტრაციას ურჩევნია ამის შეჩერება დიპლომატიური გზით.
„სადაც ახლა ვართ, არ არის კარგი ადგილი. ბირთვული შეთანხმების გაუქმების გამო, ირანს, ნაცვლად იმისა, რომ, სულ მცირე, ერთი წელი აკლდეს ბირთვული იარაღისთვის საჭირო დაშლადი მასალის წარმოებისთვის, ახლა ალბათ ერთი ან ორი კვირა რჩება ამის გაკეთებამდე. მათ თვითონ არ შეუქმნიათ იარაღი, მაგრამ ეს არის ის, რასაც ჩვენ ძალიან ფრთხილად ვადევნებთ თვალს“, – აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.