აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს მთიანი ყარაბაღის შესახებ ესაუბრა, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.
მილერის განცხადებით, ალიევმა ბლინკენს სატელეფონო საუბარში განუცხადა, რომ შემდგომი სამხედრო მოქმედება არ იქნება. მისივე თქმით, ვაშინგტონი მოელის, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი დაიცავს პირობას.
როგორც მილერმა აღნიშნა, ბლინკენმა ხაზი გაუსვა, რომ მთიან ყარაბაღში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის უნდა არსებობდეს გადაადგილების თავისუფლება და მათი უპირობო დაცვა, ასევე შეუფერხებელი ჰუმანიტარული წვდომა.
„აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დღეს კიდევ ერთხელ ესაუბრა ილჰამ ალიევს და ხაზი გაუსვა მშვიდობიანი მოსახლეობის უპირობო დაცვისა და გადაადგილების თავისუფლების აუცილებლობას“, – აღნიშნა მილერმა.