ენტონი ბლინკენი, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვანგ ის შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
მანამდე თეთრმა სახლსა და ევროკავშირში განაცხადეს, რომ ღრმად არიან შეშფოთებულები „როიტერის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც რუსეთმა ჩინეთთან იარაღის პროგრამა დააარსა, რაც მას საშუალებას მისცემს შორი რადიუსის დისტანციური დრონები აწარმოოს და ომში გამოიყენოს.
ჩინეთი, თავის მხრივ, შეშფოთებულია აშშ-ის ტაივანთან ურთიერთობით და მათთვის იარაღის მიწოდებით. ასევე პეკინი მოუწოდებს ვაშინგტონს ჩინურ საქონელზე ტარიფები მოხსნას.