ენტონი ბლინკენი - ერთი ქვეყნის მიერ მიწის მიტაცების აღიარება იქნება მთელ მსოფლიოში პანდორას ყუთის გახსნა
ენტონი ბლინკენი - ერთი ქვეყნის მიერ მიწის მიტაცების აღიარება იქნება მთელ მსოფლიოში პანდორას ყუთის გახსნა

ერთი ქვეყნის მიერ მიწის მიტაცების აღიარება იქნება მთელ მსოფლიოში პანდორას ყუთის გახსნა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ამერიკულ ეროვნულ საზოგადოებრივ რადიო NPR-თან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად ვლადიმერ პუტინმა უარი უნდა თქვას იდეაზე, რომ უკრაინა მისი საკუთრებაა.

„ჩვენ თუ მოვახდენთ ერთი ქვეყნის მიერ მიწის მიტაცების რატიფიცირებას და ვიტყვით, კარგი, თქვენ შეგიძლიათ, შეხვიდეთ, მიიტაცოთ ის ძალით და დაიტოვოთ, ეს გახსნის პანდორას ყუთს მთელ მსოფლიოში, გამოჩნდებიან აგრესორები, რომლებიც იტყვიან – კარგი, ჩვენც ვიზამთ იმავეს და ეს შეგვრჩება“, – განაცხადა ბლინკენმა ინტერვიუში.