აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ეგვიპტეში ჩავიდა. დიპლომატი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ პროგრესის მიღწევას ცდილობს.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ენტონი ბლინკენი ეგვიპტის პრეზიდენტს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება.
ეგვიპტეში გამგზავრებამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ისრაელში იმყოფებოდა, შემდეგ კი კატარში ჩავა.