აშშ და ევროკავშირი შეთანხმდნენ, კოორდინირებულად გაუმკლავდნენ უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას
აშშ და ევროკავშირი შეთანხმდნენ, კოორდინირებულად გაუმკლავდნენ რუსეთის გამომწვევ ქცევას, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ აგრესიას, – ამის შესახებ საუბარია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ჟოზეფ ბორელის ერთობლივ განცხადებაში.
„მდივანმა ბლინკენმა და უმაღლესმა წარმომადგენელმა ბორელმა აღნიშნეს, რომ მათ გადაწყვიტეს, კოორდინირებულად გაუმკლავდნენ რუსეთის გამომწვევ ქცევას, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიას, ისეთ ჰიბრიდულ საფრთხეებს, როგორებიცაა დეზინფორმაცია, საარჩევნო პროცესებში ჩარევა, მავნე კიბერაქტივობა და სამხედრო მდგომარეობა. მხარეებმა ასევე გადაწყვიტეს, კოორდინირებულად უპასუხონ რუსეთში სივრცის შემცირებას დამოუკიდებელი პოლიტიკური ხმებისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის თავისუფლებისთვის, ასევე ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის გაუარესებას. ამავდროულად, ორივე მხარე აცხადებს, რომ ისინი მზად არაინ, ითანამშრომლონ რუსეთთან იმ საკითხებზე, რაც საერთო ინტერესებს წარმოადგენს და მოუწოდონ რუსეთს, შეეშვას კონფრონტაციულ მიდგომებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ბლინკენი და ბორელი ერთმანეთს ბრიუსელში შეხვდნენ და აშშ-ევროკავშირის ურთიერთობების გაძლიერებისა და კოორდინირებული რეაგირების შესახებ იმსჯელეს ისეთ მიმართულებებზე, როგორებიცაა საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტულ საკითხები, ასევე უსაფრთხოება და ეკონომიკა, გლობალური დათბობა და კოვიდ-19-ის პანდემია.