ენტონი ბლინკენი - ჩინეთის საგარეო პოლიტიკა კიდევ უფრო აგრესიული ხდება
შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის პოტენციური სამხედრო დაპირისპირება ორივე ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა „სიბიეს ნიუსთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა.
მისივე თქმით, ჩინეთი არის სახელმწიფო, რომელსაც აქვს იმ მასშტაბების ეკონომიკური და დიპლომატიური პოტენციალი, რომელიც საკმარისია აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი „მსოფლიო წესრიგისთვის გამოწვევის გასაგზავნად“.
აქვე, ბლინკენმა დაამატა, რომ ოფიციალური ვაშინგტონის მიზანი არა ჩინეთის „შეკავება“, არამედ ამ არსებული „წესრიგის შენარჩუნებაა“.
„ბოლო წლების განმავლობაში ვხედავთ, რომ ოფიციალური პეკინი რეპრესიული გახდა, ხოლო მისი საგარეო პოლიტიკა კიდევ უფრო მეტად აგრესიულია“, – განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.