ენტონი ბლინკენი - ჩინეთი თუ რუსეთს დაეხმარება, აშშ საპასუხო ზომებს მიიღებს
ჩინეთი თუ რუსეთს დაეხმარება, აშშ საპასუხო ზომებს მიიღებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
მისი თქმით, ვაშინგტონი შეშფოთებულია ინფორმაციით იმის თაობაზე, რომ ჩინეთი განიხილავს რუსეთისთვის სამხედრო ტექნიკის მიწოდების შესაძლებლობას.
ეს ინფორმაცია ამერიკულმა დაზვერვამ გასულ კვირას გაავრცელა, თუმცა მოსკოვიც და პეკინიც მსგავს შეთანხმებას უარყოფენ.
ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან სატელეფონო საუბარი ჯო ბაიდენს, პარასკევს აქვს დაგეგმილი. როგორც ბლინკენმა აღნიშნა, პრეზიდენტი ბაიდენი აპირებს ჩინეთი გააფრთხილოს საპასუხო ზომების შესახებ, თუკი ეს უკანასკნელი რუსეთის დახმარებას გადაწყვეტს.