ენტონი ბლინკენი - ბენიამინ ნეთანიაჰუმ დამიდასტურა, რომ ისრაელი ეთანხმება აშშ-ის წინადადებას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტაზე, ახლა „ჰამასის“ ჯერია, იგივე გააკეთოს
თელ ავივში ისრაელის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ისრაელი თანახმაა აშშ-ის წინადადებაზე ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და ახლა „ჰამასის“ ჯერია.
როგორც სახელმწიფო მდივანი მედიასთან აღნიშნავს, რეგიონში იმყოფება ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევისა და მძევლების სახლში დაბრუნების მცდელობით.
ბლინკენი ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტის წინადადება ითვალისწინებს ისრაელის უსაფრთხოების ინტერესებსაც და აღნიშნა ისიც, რომ ჰქონდა ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან.
„პრემიერმა დამიდასტურა, რომ ისრაელი ეთანხმება აშშ-ის წინადადებას. ახლა „ჰამასის“ ჯერია, იგივე გააკეთოს“, – განაცხადა ბლინკენმა.
მისივე თქმით, აშშ მხარს უჭერს ამ შეთანხმების ახლავე შესრულებას.