ენტონი ბლინკენი - აზერბაიჯანი და სომხეთი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან
აზერბაიჯანი და სომხეთი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, აზერბაიჯანმა და სომხეთმა მნიშვნელოვანი სამუშაო შეასრულეს მდგრადი, ღირსეული სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმართულებით, რაც უფრო დიდ შესაძლებლობებს ქმნის ორ ქვეყანას შორის რეგიონთან და შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებისთვის.
„შეერთებულმა შტატებმა მხარი დაუჭირა ამ პროცესს ევროკავშირთან და სხვა პარტნიორებთან ერთად. დღევანდელი შეხვედრა მიღწეული პროგრესის მიმოხილვის შესაძლებლობას იძლევა. ყველა კონტაქტზე დაყრდნობით, მათ შორის ბოლო კვირების დისკუსიებზე, მე მჯერა, რომ მხარეები ახლოს არიან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევასთან, რასაც შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს. დღეს ჩვენ ერთად განვიხილავთ, რა შეუძლია, გააკეთოს შეერთებულმა შტატებმა შეთანხმების მისაღწევად“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.