ენტონი ბლინკენი - აშშ კვლავ შეშფოთებულია იმის გამო, რომ რუსეთი კიდევ შეეცდება, მოლდოველებს ხელი შეუშალოს საკუთარი ლიდერების არჩევის სუვერენულ უფლებაში
აშშ კვლავ შეშფოთებულია იმის გამო, რომ რუსეთი კიდევ შეეცდება, მოლდოველებს ხელი შეუშალოს საკუთარი ლიდერების არჩევის სუვერენულ უფლებაში, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
„რუსეთმა ყველაფერი გააკეთა არჩევნებისა და რეფერენდუმის ჩაშლისა და მოლდოვაში დემოკრატიის შერყევისთვის, მათ შორის უკანონო დაფინანსებითა და ხმების მოსყიდვით, დეზინფორმაციითა და მავნე კიბერაქტივობებით. 3 ნოემბერს მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მოახლოებასთან ერთად, აშშ კვლავ შეშფოთებულია, რომ რუსეთი კიდევ შეეცდება, მოლდოველებს ხელი შეუშალოს საკუთარი ლიდერების არჩევის სუვერენულ უფლებაში. აშშ განაგრძობს მოლდოვის ძალისხმევის მხარდაჭერას 3 ნოემბერს სანდო, გამჭვირვალე და დემოკრატიული პროცესის უზრუნველსაყოფად. ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად, აშშ დგას მოლდოველი ხალხის გვერდით მათი უსაფრთხო, წარმატებული და დემოკრატიული მომავლის სურვილში“, – აღნიშნულია ბლინკენის განცხადებაში.