ენტონი ბლინკენი - აშშ იმუშავებს ჩინეთთან, რათა ისრაელ-ღაზის ომი არ გადაიზარდოს უფრო ფართო კონფლიქტში
აშშ იმუშავებს ჩინეთთან კონფლიქტის გავრცელების შესაჩერებლად, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს განუცხადა, რომ ის იმუშავებს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვანგ ისთან, რათა უზრუნველყოს, რომ ისრაელ-ღაზის ომი არ გადაიზარდოს უფრო ფართო კონფლიქტში.
„ამ საბჭოს წევრებს და, განსაკუთრებით, მუდმივ წევრებს აქვთ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, რათა თავიდან აიცილონ ამ კონფლიქტის გავრცელება. მე მოუთმენლად ველოდები მუშაობის გაგრძელებას ჩემს კოლეგასთან ჩინეთიდან“, – განაცხადა ბლინკენმა.
ვანგ ის ვიზიტი აშშ-ში ხვალ არის დაგეგმილი.