ენტონი ბლინკენი - არ გვსურს რომელიმე მხარის მიერ ესკალაციური ქმედებების ხილვა, რომელიც ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას კიდევ უფრო გაართულებს
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, მას არ სურს რომელიმე მხარის მიერ განხორციელებული ესკალაციური ქმედებების ხილვა, რომელიც ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღებას კიდევ უფრო გაართულებს.
ამის შესახებ ენტონი ბლინკენმა საფრანგეთში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სტეფან სეჟურნესთან შეხვედრის დროს ისაუბრა.
„საფრანგეთი და შეერთებული შტატები ერთხმად მოგიწოდებთ თავშეკავებისა და ესკალაციის შემცირებისკენ ახლო აღმოსავლეთში და, კონკრეტულად, ლიბანში. ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად და როგორც ამაზე წინა დღეებში ეგვიპტეში ვისაუბრეთ, გვჯერა, რომ ეს კვლავ შესაძლებელი და აუცილებელია. ამავდროულად, არ გვსურს, რომ რომელიმე მხარის მიერ ესკალაციური ქმედებების განხორციელდეს, რაც ამ პროცესს კიდევ უფრო გაართულებს“,- განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საფრანგეთში ვიზიტისას.