ენტონი ბლინკენი - ამერიკული შეიარაღების მიწოდება უკრაინას ბრძოლის ველზე ფრონტის ხაზის დასტაბილურებაში ეხმარება
ამერიკული შეიარაღების მიწოდება უკრაინას ბრძოლის ველზე ფრონტის ხაზის დასტაბილურებაში ეხმარება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
მოლდოვაში ვიზიტით ჩასული აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, ამერიკა ყველა ძალისხმევას იყენებს უკრაინისთვის მეტი საჰაერო თავდაცვის უზრუნველსაყოფად და ეს პუტინს მკაფიოდ აჩვენებს, რომ ვერ მოერევა უკრაინას.
ენტონი ბლინკენი აღნიშნავს, რომ რუსეთმა ისარგებლა ამერიკული დახმარების შეყოვნებით გამოწვეული უპირატესობით, თუმცა ახლა ეს შეიარაღება უკვე უკრაინისკენ მიემართება.