ენტონი ბლინკენი - ამერიკის შეერთებული შტატები ვერ მოისვენებს, ვიდრე ღაზაში მყოფი ყველა მძევალი შინ არ დაბრუნდება
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის განცხადებით, „შეერთებული შტატები ვერ მოისვენებს, ვიდრე ღაზაში მყოფი ყველა მძევალი შინ არ დაბრუნდება“.
„შეერთებული შტატები იქამდე ვერ მოისვენებს, ვიდრე ყველა დარჩენილი მძევალი, მათ შორის ექვსი ამერიკელი, არ დაბრუნდება საყვარელ ადამიანებთან“, – წერს ბლინკენი სოციალურ ქსელში.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ კვლავ მუშაობს იმისათვის, რათა მძევლები შინ დააბრუნოს.
ბაიდენმა აღნიშნა, რომ მისმა ადმინისტრაციამ „აგრესიული დიპლომატია გაატარა მძევლების შინ დასაბრუნებლად“.