ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ვაშინგტონი განიხილავს შესაძლებლობას რუსეთის ტერორიზმის სპონსორად აღიარების შესახებ
ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ვაშინგტონი განიხილავს შესაძლებლობას რუსეთის ტერორიზმის სპონსორად აღიარების შესახებ

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ვაშინგტონი განიხილავს შესაძლებლობას რუსეთის ტერორიზმის სპონსორად აღიარების შესახებ. ამის თაობაზე ბლინკენმა სენატის ასიგნებების კომიტეტში მოსმენისას განაცხადა.

„ჩვენ განვიხილავთ ამას, იურისტები სწავლობენ ამ საკითხს. ჩემი აზრით, არავითარი ეჭვი, რომ რუსები უკრაინელი ხალხის ტერორიზაციას ახორციელებენ, არ არსებობს. იურისტები მუშაობენ, რათა დარწმუნდნენ, რომ დაცული იქნება კანონით გათვალისწინებული საფუძვლები“,- განაცხადა ბლინკენმა.