ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ უკრაინას აქვს ყველაფერი, რათა საკუთარი ტერიტორიები დაიბრუნოს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ უკრაინას ყველაფერი აქვს, რათა საკუთარი ტერიტორიები დაიბრუნოს.
„მათ აქვთ ყველაფერი, რათა წარმატებით გააგრძელონ იმ ტერიტორიების გათავისუფლება, რომლებიც რუსეთმა ბოლო 14 თვეში ძალით დაიკავა“, – აღნიშნა ბლინკენმა.
მისივე თქმით, ის გულისხმობს არა მხოლოდ იარაღს, არამედ სამხედროების ტრენინგებსაც.
„ეს უზრუნველყოფს, რომ უკრაინელებმა შეძლონ იმ სისტემების გამოყენება, რომლებიც გადავეცით. ასევე, მნიშვნელოვანია, უკრაინელებს ჰქონდეთ სწორი გეგმები, რათა წარმატებულები იყვნენ“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.