ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს 24 თებერვალს აღარ შეხვდება
ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს 24 თებერვალს აღარ შეხვდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ აღარ შეხვდება ჟენევაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს. ამის შესახებ „სიენენი“ წერს.

„ახლა, როცა ვხედავთ, რომ იწყება უკრაინაში შეჭრა და რუსეთმა ნათლად დაგვანახა დიპლომატიური გზების სრული უარყოფა, აზრი აღარ აქვს შეხვედრის გამართვას“, – განაცხადა ბლინკენმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის შეხვედრა 24 თებერვლისთვის იყო დაგეგმილი.