ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ლიბანმა არ უნდა მისცეს ირანს ან „ჰეზბოლას“ საშუალება, ქვეყნის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას წინ გადაუდგეს
ლიბანმა არ უნდა მისცეს ირანს ან „ჰეზბოლას“ საშუალება, ქვეყნის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას წინ გადაუდგეს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
მისივე თქმით, შესაძლებელია, ლიბანის საკითხის დიპლომატიური გზით მოგვარება და უფრო ფართო კონფლიქტის პრევენცია. ამასთან, ბლინკენი შეშფოთებულია ლიბანში ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუარესების გამო.
„ჩვენ ვაგრძელებთ ინტენსიურად ურთიერთქმედებას, რათა თავიდან ავირიდოთ უფრო ფართო კონფლიქტი რეგიონში. ყველა ძალიან დაინტერესებული ვართ შევქმნათ გარემო, სადაც ხალხი საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნებას შეძლებს და ბავშვები სკოლას დაუბრუნდებია“, – განაცხადა ბლინკენმა.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი აღნიშნავს, რომ ისრაელს, რომელიც ტერორისტული დაჯგუფება „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ იბრძვის, აქვს თავის დაცვის უფლება.
„ისრაელს აქვს ძალიან მკაფიო და ლეგიტიმური ინტერესი. ლიბანელს ხალხსაც იგივე სურს. მიგვაჩნია, რომ საუკეთესო გზა ამისთვის დიპლომატიური ურთიერთგაგებაა, რაზეც უკვე გარკვეული დროა ვმუშაობთ და რაზეც ამჟამად ვართ ფოკუსირებული“, – აღნიშნა ბლინკენმა.