ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ აშშ-ს არ სურს ირანთან კონფლიქტი, თუმცა საჭიროების შემთხვევაში თავს დაიცავს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ აშშ-ს არ სურს ირანთან კონფლიქტი, მაგრამ ვაშინგტონი სწრაფად და გადამწყვეტად იმოქმედებს, თუ ირანი ან მისი მარიონეტები აშშ-ის წარმომადგენლებს სადმე თავს დაესხმებიან.
ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
„აშშ-ს არ სურს ირანთან კონფლიქტი. ჩვენ არ გვინდა, რომ ეს ომი გაფართოვდეს, მაგრამ თუ ირანი ან მისი მარიონეტები სადმე თავს დაესხმებიან აშშ-ის წარმომადგენლებს, არ შეცდეთ, ჩვენ დავიცავთ ჩვენს ხალხს, დავიცავთ ჩვენს უსაფრთხოებას სწრაფად და გადამწყვეტად. მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, გაუგზავნონ მტკიცე, ერთიანი გზავნილი ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც განიხილავს ამ კონფლიქტში კიდევ ერთი ფრონტის გახსნას ისრაელის წინააღმდეგ ან ვინც, შესაძლოა, დაუმიზნოს ისრაელის პარტნიორებს, მათ შორის აშშ-ს, ამას ნუ გააკეთებთ, ცეცხლზე ნავთი არ დაასხათ“, – განაცხადა ბლინკენმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას.