ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ აშშ იერუსალიმში დახურული საკონსულოს ხელახლა გახსნას გეგმავს
ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ აშშ იერუსალიმში დახურული საკონსულოს ხელახლა გახსნას გეგმავს

აშშ პალესტინასთან კავშირის გასაღრმავებლად, იერუსალიმში დახურული საკონსულოს ხელახლა გახსნას გეგმავს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

ბლინკენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი პირობა, აღადგინოს საკონსულო, რომელიც ტრადიციულად წარმოადგენდა დიპლომატიური კავშირის შესაძლებლობას პალესტინელებთან, ვიდრე მას 2018 წელს წინამორბედი ადმინისტრაცია დახურავდა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანს საკონსულოს ხელახლა გახსნის თარიღი არ დაუსახელებია.

ამასთან, ცვლილება არ შეეხება საელჩოს.