შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 18 აგვისტოს ისრაელში ჩავა. ინფორმაციას ამის შესახებ timesofisrael-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, 19 აგვისტოს ბლინკენი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება.
როგორც ისრაელის მედია წერს, მოსალოდნელია, რომ ბლინკენი მტკიცედ მოუწოდებს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს, დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.