ენტნონი ბლინკენი დღეს ისლანდიაში სერგეი ლავროვს შეხვდება
ენტნონი ბლინკენი დღეს ისლანდიაში სერგეი ლავროვს შეხვდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტნონი ბლინკენი დღეს ისლანდიაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეხვდება. შესაბამის ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

შეხვედრა არქტიკული საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში გაიმართება. ეს ენტონი ბლინკენისა და სერგეი ლავროვის პირველი ორმხრივი შეხვედრა იქნება.

არქტიკულ საბჭოში რვა ქვეყანა შედის – კანადა, დანია, ფინეთი, ისლანდია, ნორვეგია, შვედეთი, რუსეთი და აშშ.