ენმ-ის წევრების ადმინისტრაციულ საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას 21 ნოემბერს გამოაცხადებს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ადმინისტრაციულ საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას 21 ნოემბერს გამოაცხადებს. დღევანდელი სასამართლო სხდომა რვა საათს გაგრძელდა.
სხდომაზე ვიდეომტკიცებულებები გამოიკვლიეს და მოწმეები დაკითხეს.
საუბარია 2 ოქტომბერს თბილისის მერიასთან გამართულ აქციაზე, რა დროსაც „ნაციონალური მოძრაობის“ ექვსი წევრი დააკავეს. მათ ბრალად ედებათ პოლიციელისადმი წინააღმდეგობის გაწევა და წვრილმანი ხულიგნობა. აქციაზე შეკრებილები მაშინ თაბორის მთასა და პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის პრივატიზების საკითხს აპროტესტებდნენ.