ენერგოავარიის შემდეგ, საქართველო აზერბაიჯანში ელექტროენერგიის ექსპორტს ახორციელებს
აზერბაიჯანში, მინგაჩევირის ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის შემდეგ, საქართველოდან მეზობელ ქვეყანაში ელექტროენერგიის ექსპორტი მიმდინარეობს.
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის საიტის მონაცემებით, აზერბაიჯანში ელექტროენერგიის მიწოდება ამ დროისთვის 64 მეგავატს შეადგენს.
მინგაჩევირის ელექტროსადგურზე ავარია გვიან ღამით მოხდა. შედეგად, დენი ქვეყნის უმეტეს ნაწილში გაითიშა. წინასწარი ინფორმაციით, ავარია მაღალ ტემპერატურას და გაზრდილ ენერგომოხმარებას უკავშირდება. ამ დროისთვის, ელექტროენერგიის მიწოდება ბაქოსა და რეგიონებში აღდგენილია.