ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეები მუშაობას ეკონომიკის სამინისტროში აგრძელებენ
მთავრობის განახლებული სტრუქტურა დღეს ამოქმედდა.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, დღეიდან უკვე ენერგეტიკულ მიმართულებასაც ხელმძღვანელობს.
რაც შეეხება ენერგეტიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეებს, ისინი მუშაობას ეკონომიკის სამინისტროში გააგრძელებენ, კანონით დადგენილი 3-თვიანი ვადის შემდეგ კი ახალი სტრუქტურა ამოქმედდება.
“ამ ეტაპზე მოხდება სრული გაერთიანება. შემდეგი 3 თვის განმავლობაში სრულად ჩამოვყალიბდებით როგორც ადამიანური რესურსის, ისე სტრუქტურის მიმართულებით. ყოველდღიურად ძალიან აქტიურად ვმუშაობ, რამდენიმე საათს ვუთმობ სტრუქტურის ჩამოყალიბებას”, – აღნიშნა ქუმსიშვილმა.
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეებად გიორგი ჩიქოვანი, რომეო მიქაუტაძე და თორნიკე რიჟვაძე მუშაობდნენ.