„ენდიაი“ - საპენსიო პროგრამაში ჩართულთაგან 30 პროცენტს სჯერა, რომ შეძლებს დაგროვილი თანხით სარგებლობას, 57 პროცენტს კი, არ სჯერა
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა (18-39 წლის ასაკი) 27 პროცენტი აცხადებს, რომ საპენსიო პროგრამაში ჩართულია.
კითხვაზე, ჩართული ხართ თუ არა სახელმწიფო საპენსიო პროგრამაში, პასუხები შემდეგნაირია (18-39 წლის ასაკი): 27 პროცენტი – დიახ; 71 პროცენტი – არა.
ამასთან, იმ 27 პროცენტიდან, ვინ ჩართულია პროგრამაში, მხოლოდ 30 პროცენტს სჯერა, რომ შეძლებს დაგროვილი თანხით სარგებლობას, როცა პენსიაზე გავა. 57 პროცენტს კი, არ სჯერა, რომ საპენსიო თანხებით სარგებლობას შეძლებს.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.
ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს.
„ენდიაის“ კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.