„ენდიაი“ - გამოკითხულთა 59 პროცენტს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემს ხმას საპარლამენტო არჩევნებზე
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმეტესობა, 88 პროცენტი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. გამოკითხულთა 12 პროცენტს კი არჩევნებზე წასვლა ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს.
ამასთან, გამოკითხულთა 59 პროცენტს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემს ხმას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, 36 პროცენტს კი საკუთარი არჩევანი უკვე გადაწყვეტილი აქვს.
„ენდიაიმ“ აღნიშნული კვლევა 6-11 აგვისტოს პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,045 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩაატარა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,3 პროცენტი.