ენდიაი - გამოკითხულთა 23 პროცენტი ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრობას“ არასოდეს მისცემდა ხმას, 11 პროცენტი კი, „ქართულ ოცნებას“ ასახელებს
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (ენდიაი) კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა 23 პროცენტი ამბობს, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრობას“ ხმას არასოდეს მისცემდა.
კითხვაზე, რომელ პარტიას/ბლოკს არასოდეს მისცემდით ხმას, პასუხები შემდეგნაირია: „არ ვიცი“ – 24 პროცენტი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 23 პროცენტი, „არ არსებობს ასეთ პარტია“ – 16 პროცენტი, „უარი პასუხზე“ – 11 პროცენტი, „ქართული ოცნება“ – 11 პროცენტი, „პატრიოტთა ალიანსი“ – 7 პროცენტი, „გირჩი“ – 3 პროცენტი, „სხვა“ – 6 პროცენტი.
„ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ (ენდიაი) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო“-მ 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკური ნაწილი მედიას დღეს წარუდგინეს.
კვლევის საველე სამუშაოები 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.
კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.1 პროცენტია.