მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ენდი მარეიმ ჩოგბურთში დაბრუნების შემდეგ, ზედიზედ მეორე ტურნირზე წააგო პირველივე მატჩი ერთეულთა თანრიგში.
მარეიმ უინსტონ-სალემის ტურნირზე სცადა ბედი და ორ სეტში დამარცხდა ამერიკელ ტენის სანდგრენთან – 6:7(8), 5:7.
შეხვედრა ორი საამი და ცხრა წუთი გრძელდებოდა. მარეის ანგარიშზე იყო ექვსი ეისი და ოთხიდან ორი რეალიზებული ბრეიკ-პოინტი. სანგრენმა 11 ეისი ჩააწოდა და შვიდი ცდიდან სამჯერ აიღო მეტოქის მოწოდება. მეორე წრეში ამერიკელი მეორე ნომრად განთესილ კანადელ დენის შაპოვალოვს შეხვდება.
ეს იყო მარეის მეორე მატჩი ერთეულებში 2019 წლის ავსტრალიის ღიას შემდეგ. გასულ კვირას, ბრიტანელმა ცინცინატის „მასტერსზე“ პირველ წრეში წააგო ფრანგ რიშარ გასკესთან, რომელმაც შემდეგ ნახევარფინალამდე მიაღწია.