ენდი მარეი კორტზე ივნისში დაბრუნდება
ენდი მარეი კორტზე ივნისში დაბრუნდება

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ენდი მარეი აპირებს მონაწილეობა მიიღოს საგამოფენო ტურნირში, რომელიც 23-28 ივნისს, ინგლისის ჩოგბურთის ფედერაციის საწვრთნელ ცენტრში გაიმართება. ტურნირის ორგანიზატორია ენდის ძმა ჯეიმი მარეი.

ენდი მარეის დღეისთვის 129-ე ადგილი უკავია მსოფლიო რეიტინგში. ბოლოს ბრიტანელი კორტზე 20 ნოემბერს იყო. ამის შემდეგ, მას ნაოპერაციებ ბარძაყზე პრობლემები შეექმნა.

ბრიტანელს ერთეულებში 46 ტიტული აქვს მოპოვებული, მათ შორის სამი „დიდ სლემზე“. ენდი, აგრეთვე, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია.