ენდი მარეი აშშ-ის ღია პირველობის ძირითად ბადეში შეიყვანეს #1TVSPORT
მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ენდი მარეი ამერიკის ღია პირველობის ძირითად ბადეში ითამაშებს. ბრიტანელმა შეცვალა შვეიცარიელი სტენ ვავრინკა, რომელიც ტურნირში ტრავმის გამო არ იქნება.
მარეიმ, რომელმაც 2018 და 2019 წლებში ბარძაყზე ორი ოპერაცია გადაიტანა, წელს ATP Tour-ის რამდენიმე ტურნირში მიიღო მონაწილეობა, კორონავირუსის გამო გამოტოვა ავსტრალიის ღია პირველობა და უარი თქვა როლან გაროსში მონაწილეობაზე.
ბრიტანელს აშშ-ის ღია პირველობა 2012 წელს აქვს მოგებული.
ამერიკის ღია 30 აგვისტოდან 12 სექტემბრამდე გაიმართება.