„ენბისის“ ინფორმაციით, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ჩასვლას გეგმავს
„ენბისის“ ინფორმაციით, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ჩასვლას გეგმავს

ტელეკომპანია „ენბისი“ რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას ჯო ბაიდენის ევროპაში შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით. ტელეკომპანიის ვერსიით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი 24 თებერვალს ევროპაში გეგმავს ჩასვლას.

შეგახსენებთ, 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ზუსტად ერთი წელი ხდება. ამერიკული მედიის ინფორმაციით, ბაიდენის ევროპაში შესაძლო ვიზიტი სწორედ ამ თარიღთან არის დაკავშირებული.

ტელეკომპანია „ენბისის“ ცნობით, განიხილება რამდენიმე ქვეყანა, სადაც შესაძლოა, ჯო ბაიდენი ჩავიდეს. მათ შორის ერთ-ერთი პოლონეთია.