„ლივერპულის” ნახევარმცველი ემრე ჩანი “იუვენტუსთან” ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს. ხელშეკრულება უახლოეს მომავალში გაფორმდება, – წერს რამდენიმე იტალიური გამოცემა.
მხარეებმა ხელშეკრულების ყველა დეტალზე უკვე მოილაპარაკეს – შესათანხმებელი დარჩა მხოლოდ უმნიშვნელო ნიუანსები. იტალიურ გრანდში ემრე ჩანის წლიური ხელფასი ექვსი მილიონი ევრო იქნება.
24 წლის გერმანელის გადაბირება აგრეთვე სურდათ “პარი სენ-ჟერმენსა” და “ბაიერნს”.
ჩანმა წელს, პრემიერლიგაში 26 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა. ამდენივე გოლი დაუგროვდა ჩემპიონთა ლიგის ცხრა მატჩში.