„ემპოლი“ სერია „ა“-ს დაუბრუნდა, მჭედლიძეს ჯერ არ ათამაშებენ
„ემპოლი“ სერია „ა“-ს დაუბრუნდა, მჭედლიძეს ჯერ არ ათამაშებენ

„ემპოლი“ სერია „ბ“-ს 38-ე ტურში „ნოვარას“ შეხვდა. მართალია, ლევან მჭედლიძის გუნდი საშინაო არენაზე მხოლოდ ქულას დასჯერდა (1:1), მაგრამ „ემპოლის“ გულშემატკივარი მაინც გახარებული იყო – გუნდმა ამ ქულით სერია „ა“-ს საგზური წინასწარ მოიპოვა.

„ემპოლის“ 77 ქულა დაუგროვდა და გათამაშების დასრულებამდე 4 ტურით ადრე „პარმა“ და „პალერმო“ (ორივეს 63-63 ქულა აქვს) ვეღარ დაეწევიან. ლევან მჭედლიძის გუნდი მთავარ იტალიურ ლიგიდან შარშან გამოვარდა და ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.

როდის დაუბრუნდება საქართველოს ნაკრების 27 წლის თავდამსხმელი მოედანს, ჯერ უცნობია. უმძიმესი ტრავმის შემდეგ მჭედლიძე გუნდთან ერთად ვარჯიშობს. იტალიური მედიის ცნობით, „გვირაბის ბოლოს სინათლე“ გამოჩნდა, თუმცა, ჯერ ლევანი სრულ მზადყოფნაში მაინც არაა და სიფრთხილის გამო არ ათამაშებენ.