ემერის გაშვება დეკემბერში იგეგმება
ემერის გაშვება დეკემბერში იგეგმება

“პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელობა განიხილავს გუნდის მთავარი მწვრთნელის უნაი ემერის გათავისუფლების შესაძლებლობას ზამთრის სატრანსფერო ბაზრის გახსნამდე – იტყობინება Yahoo Sport UK.

წყაროს ცნობით, ესპანელი ვერ სარგებლობს ავტორიტეტით მოთამაშეებს შორის. ძირითადი უკმაყოფილება მისი მუშაობის გამო ნეიმარისგან და მისი ოთხი თანამემამულესგან მოდის.

საფრანგეთში სატრანსფერო ბაზარი 2018 წლის პირველი იანვრიდან პირველ თებერვლამდე იქნება გახსნილი.


ამბობენ, რომ პარიზული კლუბის ბოსებს სურთ გუნდის სათავეში იხილონ “მანჩესტერ იუნაიტედის” დამრიგებელი ჟოზე მოურინიო.

იმ შემთხვევაში, თუ ემერის გაუშვებენ, 2017-18 წლების სეზონის ბოლომდე პსჟ-ს მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი უხელმძღვანელებს.


ამ მომენტისთვის, “პარი სენ-ჟერმენი” ლიდერობს საფრანგეთის ჩემპიონატს, ჩემპიონთა ლიგაზე კი ორი ტურით ადრე მოიპოვა მერვედფინალში თამაშის უფლება.