ემანუელ მაკრონსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა 10 ოქტომბერს პარიზში გაიმართება
საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა 10 ოქტომბერს პარიზში გაიმართება. ინფორმაციას „ლემონდე“ ელისეის სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ეს შეხვედრა პრეზიდენტისთვის იქნება შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დაადასტუროს საფრანგეთის გადაწყვეტილება, გააგრძელოს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ურყევი მხარდაჭერა ჩვენს პარტნიორებთან ერთად“, – აცხადებენ ელისეის სასახლეში.
როგორც ცნობილია, შეხვედრა საფრანგეთის დროით 15:00 საათზე დაიწყება.