ემანუელ მაკრონმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, გაბრიელ ატალს სთხოვა, დროებით დარჩეს თანამდებობაზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს ქვეყნის სტაბილურობა
ემანუელ მაკრონმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, გაბრიელ ატალს სთხოვა, დროებით დარჩეს თანამდებობაზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს ქვეყნის სტაბილურობა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, გაბრიელ ატალს სთხოვა, დროებით დარჩეს თანამდებობაზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს ქვეყნის სტაბილურობა.

მაკრონმა მადლობა გადაუხადა ატალს ევროპული და ეროვნული საკანონმდებლო საარჩევნო კამპანიისთვის, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა.

საფრანგეთს პრემიერ-მინისტრი ელისეს სასახლეში იმყოფება, სადაც მან ქვეყნის პრეზიდენტს სთხოვა, დაეკმაყოფილებინა გადადგომა არჩევნებში დამარცხების შემდეგ.

მანამდე გაბრიელ ატალმა განაცხდა, რომ მზადაა, თანამდებობაზე დარჩეს პარიზის ოლიმპიადის დროს.