ემანუელ მაკრონის განცხადებით, ოლიმპიური თამაშების დროს ცეცხლის შეწყვეტაზე ვლადიმერ პუტინის უარი მეტყველებს, რომ ის მშვიდობისთვის მზად არ არის
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ოლიმპიური თამაშების დროს ცეცხლის შეწყვეტაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის უარი მეტყველებს, რომ ის მშვიდობისთვის მზად არ არის.
„პუტინი მშვიდობისთვის მზად არ არის“, – განაცხადა მაკრონმა.
ემანუელ მაკრონის განმარტებით, ოლიმპიური თამაშები არის ტრადიცია და მნიშვნელოვანი იქნებოდა, ამ ერთთვიანი ფანჯრით სარგებლობა, თუმცა ცეცხლის დროებით შეწყვეტა მაკრონისთვის არ არის ფინალი. „ფინალი მდგრადი მშვიდობაა“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.