ემანუელ მაკრონი შენგენის ზონიდან ზოგიერთი ქვეყნის გარიცხვის შესაძლებლობას არ გამორიცხავს
ემანუელ მაკრონი შენგენის ზონიდან ზოგიერთი ქვეყნის გარიცხვის შესაძლებლობას არ გამორიცხავს

საფრანგეთი პრეზიდენტი შენგენის ზონიდან ზოგიერთი ქვეყნის გარიცხვის შესაძლებლობას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მაკრონის განმარტებით, ეს შესაძლოა, მოხდეს იმ ქვეყნების ხარჯზე, რომელთაც საერთო საზღვრების დაცვის უზრუნველყოფა არ შეუძლიათ. საფრანგეთის ლიდერი აღნიშნავს, რომ ღია საზღვრების პოლიტიკა ვეღარ მუშაობს და აუცილებელია შენგენის ზონის საკითხის გადახედვა.

ემანუელ მაკრონი საუბრობს საიმიგრაციო პოლიტიკის გადახედვის საჭიროებაზეც.

„ევროპა, რომლისაც მწამს, სუვერენული და ძლიერი ევროპა, საკუთარ ამბიციებს გადახედავს აფრიკასთან და ყველა სხვასთან, ვისთანაც ეს საჭიროა ურთიერთობის განვითარების თვალსაზრისით, რათა თავიდან იქნას არიდებული მსგავსი მიგრაცია. ეს ევროპა ასევე ინარჩუნებს თავის საზღვრებს, იცავს მათ. ამ ევროპაში არსებობს დასაბუთებული უფლება ლტოლვილის სტატუსზე და სოლიდარობას თან სდევს პასუხისმგებლობაც” – აღნიშნავს ემანუელ მაკრონი.