ემანუელ მაკრონი - საქართველოს ბოლო დღეებში შემაშფოთებელი მოვლენები შეეხო, განიცადა ძალიან ძლიერი ზეწოლა, ვიმედოვნებთ, ვიპოვით გზას უფრო მეტი სიმშვიდისკენ
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, კრემლის ტენდენციაა, დაინახოს ხალხის ნებისმიერ მოძრაობაში გარე გავლენა.
მისი თქმით, საქართველოს ბოლო დღეებში შეეხო „შემაშფოთებელი მოვლენები“ და განიცადა „ძალიან ძლიერი ზეწოლა“.
მაკრონს საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კითხვა „ფრანს პრესის“ ჟურნალისტმა დაუსვა. კერძოდ კი, საფრანგეთის პრეზიდენტს ჰკითხეს მოსკოვის შეფასებაზე, თითქოს საქართველოში ბოლო დღეების საპროტესტო აქციებში უცხოური ხელი ურევია. მაკრონს ასევე კითხვა დაუსვეს, თავად თუ ხედავს პუტინის ხელს იმ კანონპროექტში, რომელიც საქართველოს პარლამენტმა უკან გაიწვია.
„კრემლის ტენდენციაა, ხალხის ნებისმიერ მოძრაობაში დაინახოს გარედან მანიპულაცია, რადგან აქვთ რწმენა, რომ არ არსებობს საზოგადოებრივი აზრი და არ არსებობს თავისუფალი ხალხი. ჩვენ უძველესი დემოკრატია ვართ და პირიქით გვჯერა, თუმცა, საქართველოს ამ ბოლო დღეები განმავლობაში შემაშფოთებელი მოვლენები შეეხო. ჩვენ ვიხილეთ კადრები, ახალგაზრდა ქალი ევროპული დროშით ხელში, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, უკან დახიეს, რამაც ჩვენ გულგრილი არ დაგვტოვა. საქართველომ განიცადა ძალიან ძლიერი ზეწოლა და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ ვიპოვით გზას უფრო მეტი სიმშვიდისკენ“, – განაცხადა მაკრონმა.