ემანუელ მაკრონი საერთაშორისო ურთიერთობების ნორმების დაცვის მოწოდებით გამოდის
საფრანგეთის პრეზიდენტი საერთაშორისო ურთიერთობების ნორმების დაცვის მოწოდებით გამოდის.
შესაბამისი განცხადება ელისეის სასახლემ გაავრცელა. ემანუელ მაკრონის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ „რისხვის აფეთქებებმა“ არ უნდა მოახდინოს გავლენა საერთაშორისო ურთიერთობებზე.
შეგახსნებთ, დიდი შვიდეულის სამიტის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა მკაცრად გააკრიტიკა კანადის პრემიერ- მინისტრი ჯასტინ ტრიუდო. ტრამპის გაღიზიანების მიზეზი კანადის მთავრობის მეთაურის განცხადებამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც კანადა პირველი ივლისიდან, აშშ-ის მიმართ ალუმინისა და ფოლადის ექსპორტზე ახალ ტარიფებს დააწესებს. ამის გამო ტრამპმა ჯასტინ ტრიუდოს „არაკეთილსინდისიერი და სუსტი“ უწოდა და დიდი შვიდეულის მიერ მიღებული კომუნიკედან ხელმოწერა უკან გაიწვია.
როგორც საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებაშია აღნიშნული, ტრამპის საქციელი „დიდი შვიდეულის 40 წლიან ისტორიაში უპრეცედენტო შეურაცხყოფაა“.
„ორი დღე მოვანდომეთ დოკუმენტის ტექსტის შედგენას, რათა ჩვენი ვალდებულებები დაგვესახა. ამ ვალდებულებებს ვიცავთ და ვთვლით, რომ ვინც უარს ამბობს შეთანხმებაზე, იქცევა არათანმიმდევრულად“, – ნათქვამია მაკრონის ადმინისტრაციის განცხადებაში.