ემანუელ მაკრონი - იმედი მაქვს, დავარწმუნებ მათ, ვინც ხმა არ მომცა, ჯერ არაფერია გადაწყვეტილი
ემანუელ მაკრონი - იმედი მაქვს, დავარწმუნებ მათ, ვინც ხმა არ მომცა, ჯერ არაფერია გადაწყვეტილი

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქვეყნის მოსახლეობას არჩევნების მეორე ტურში მხარდაჭერისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ულტრამემარჯვენეები ძალაუფლებაში არ უნდა მოვიდნენ.

„კიდევ ერთი, ორი, ხუთი წელი“, „მაკრონი პრეზიდენტი“ – სკანდირებდნენ საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტის მხარდამჭერები აქციაზე.

ემანუელ მაკრონმა მადლობა გადაუხადა მათ, ვინც ხმა მისცა, ასევე კანდიდატებს, რომლებიც მის წინააღმდეგ იყვენ და მათ, ვინც ამომრჩევლებს მისი მხარდაჭერა სთხოვა.

„ვიწვევ ყველას, მათ შორის მათ, ვინც პირველ ტურში ხმა არ მომცა, ჩვენს გარშემო შეკრებისკენ. იმედი მაქვს, დავარწმუნებ მათ, ვინც ხმა არ მომცა. ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. პოპულიზმისა და ქსენოფობიის ხელშეწყობა – ეს არ არის საფრანგეთი. ჩვენი ქვეყნისა და ევროპისთვის გადამწყვეტი იქნება დებატები, რომელსაც ჩვენ ვაპირებთ მომდევნო ორ კვირაში“, – თქვა მაკრონმა.

ეგზიტპოლების თანახმად, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონმა ხმათა 28.1 პროცენტი მიიღო, მარინ ლე პენმა კი 23.3 პროცენტი. შედეგების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სწორედ მაკრონი და ლე პენი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.