ემანუელ მაკრონი - ევროკავშირი კლასიკურ თავისუფალ ვაჭრობას თუ გააგრძელებს, შესაძლოა, მოკვდეს
ევროკავშირი თუ კლასიკურ თავისუფალ ვაჭრობას გააგრძელებს, შესაძლოა, იგი მოკვდეს, – ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა ბერლინში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
„პოლიტიკოს“ ინფორმაციით, მაკრონმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი შესაძლოა, მოკვდეს ან ორ-სამ წელიწადში ბაზრის გარეთ აღმოჩნდეს, თუკი კლასიკურ თავისუფალ ვაჭრობას გააგრძელებს.
საფრანგეთის პრეზიდენტის აზრით, ევროკავშირის გადასარჩენად პროტექციონისტული პოლიტიკაა საჭირო.
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი კი აცხადებს, რომ არასამართლიანი სავაჭრო პრაქტიკისგან ევროპული ინდუსტრიის დაცვის სურვილმა ევროპა თვითდაზიანებამდე არ უნდა მიიყვანოს.