ემანუელ მაკრონი - ეს არის ომი და არა კრიზისი, დასკვნა ყველამ უნდა გამოვიტანოთ
ეს არ არის კრიზისი, ეს არის ომი, პუტინმა გადაწყვიტა რამდენიმე მასიური სამხედრო ოპერაციის დაწყება, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს საგანგებო სხდომის შემდეგ პრესკონფერენციაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
მაკრონის თქმით, ეს არის საომარი ვითარება და დასკვნა ყველამ უნდა გამოვიტანოთ.
„ეს არ არის კრიზისი, ეს არის ომი. ეს არის პრეზიდენტის არჩევანი, რომელიც პუტინმა მიიღო რამდენიმე სამხედრო ოპერაციის, მასიური სამხედრო ოპერაციის დასაწყებად, არა მხოლოდ დონბასში. რამდენიმე საათის წინ ვესაუბრეთ პრეზიდენტ ზელენსკის, მისგან გავიგეთ, რომ მათ მოკლეს უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები. ეს არის საომარი ვითარება და დასკვნა ყველამ უნდა გამოვიტანოთ. პრეზიდენტ პუტინის არჩევანია, სურს, დაგვიბრუნოს დაპირისპირების ლოგიკა. ეს არჩევანი არის ყველა პრინციპის, საერთაშორისო ხელშეკრულებების გათელვა“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.