ემანუელ მაკრონი - დროა, უკრაინის მოკავშირეები გაძლიერდნენ, ახლა არ არის დრო, მშიშრები ვიყოთ
დროა, უკრაინის მოკავშირეები გაძლიერდნენ, ახლა არ არის დრო, მშიშრები ვიყოთ, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ჩეხეთში ვიზიტისას განაცხადა.
„ჩვენ ახლა ვუახლოვდებით მომენტს, როდესაც არ უნდა ვიყოთ მშიშრები. საფრანგეთმა და ჩეხეთმა კარგად იციან, რომ ჩვენს მიწაზე, ევროპაში ომი დაბრუნდა. ზოგიერთი ძალა, რომელიც შეუჩერებელი გახდა, ყოველდღიურად აფართოებს თავდასხმის საფრთხეს. ჩვენ კიდევ უფრო მეტი ვართ და მოგვიწევს ისტორიის და იმ გამბედაობის დაცვა, რომელიც ამას მოითხოვს“, – განაცხადა მაკრონმა.
ჩეხეთში ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში მაკრონი შეხვდება ჩეხეთის პრეზიდენტს, პეტრ პაველსა და პრემიერ-მინისტრს, პეტრ ფიალას.