ემანუელ მაკრონისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა ნატო-ს სამიტამდე გაიმართება
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ოთხ დეკემბერს დაგეგმილ ნატო-ს სამიტამდე ერთმანეთთან შეხვედრას გამართავენ. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
ემანუელ მაკრონის თქმით, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი შედგა, რა დროსაც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსზე ისაუბრა.
ემანუელ მაკრონი წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან, ასევე, განიხილა ირანისა და სირიის საკითხები.
„შესანიშნავი საუბარი მქონდა ამ საღამოს დონალდ ტრამპთან: სირია, ირანი, ნატო. აღინიშნა ბევრი დამთხვევა და ჩვენ ნატო-ს სამიტამდე ლონდონში შევხვდებით“, – განაცხადა მაკრონმა.