ემანუელ მაკრონი - არ მაქვს პუტინთან საუბრის მიზეზი, თვითონ თუ დამირეკავს, რომ რამე შემომთავაზოს, ვუპასუხებ, საფრანგეთი ყოველთვის ხელს უწყობს დიალოგს
არ მაქვს ვლადიმერ პუტინთან საუბრის მიზეზი, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა „ფრანს ინფოსთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც მაკრონმა აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავად დარეკავს, ის პუტინს უპასუხებს.
„მე არ მაქვს მასთან დარეკვის მიზეზი. ის თუ თვითონ დამირეკავს, რომ რამე შემომთავაზოს, ვუპასუხებ, რადგან საფრანგეთი ყოველთვის იყო და არის სახელმწიფო, რომელიც ხელს უწყობს დიალოგს“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში მაკრონი რეგულარულად ახორციელებდა სატელეფონო საუბარს პუტინთან.
ხოლო თებერვალში კრემლში აცხადებდნენ, რომ საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს, დიდი ხანია, აღარ უსაუბრიათ რუსეთის პრეზიდენტთან.