ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ უკრაინას მოუწევს რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვა, რათა შეეცადოს ომის დასრულებას
საფრანგეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინას მოუწევს რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვა, რათა შეეცადოს ომის დასრულებას.
აღნიშნულის შესახებ ემანუელ მაკრონმა რუმინეთში ვიზიტისას განაცხადა.
„უკრაინას ვუსურვებ, რომ გაიმარჯვოს, და განსაკუთრებით, რათა შეწყდეს საომარი მოქმედებები. ჩვენ მოგვიწევს მოლაპარაკების წარმოება, უკრაინის პრეზიდენტს და მის ლიდერებს მოუწევთ მოლაპარაკებების წარმოება რუსეთთან და ჩვენ, ევროპელები, ვიქნებით მოლაპარაკებების მაგიდასთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, რომლის შემადგენელი ნაწილები ჩვენს კონტინენტს ეხება და ეს არის რელობა“, – აღნიშნა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ყველას სურს მშვიდობა და საომარი მოქმედებების შეწყვეტა. ამასთან, გაცნობიერებული უნდა იქნას, რომ რუსეთი კვლავ ევროპის გვერდით არსებობს და იარსებებს.
„ჩვენ გვსურს მშვიდობის აშენება. ეს ნიშნავს, რომ გარკვეულ მომენტში ჩვენ გვსურს საომარი მოქმედებები შეწყდეს და მოლაპარაკებები განახლდეს. მე უბრალოდ ვიყენებ ამ მეთოდს, ვიმყოფები რა კონტაქტზე პრეზიდენტ ზელენსკისთან, რომელიც იმეორებს, რომ ჩვენ – ევროპელები, ვიყოფთ ამ კონტინენტს და გეოგრაფიულად ვხედავთ, რომ მის კიდეში რუსეთი აგრძელებს ყოფნას. ის არის დღეს, იყო გუშინ და იქნება ხვალ“, – განაცხადა მაკრონმა.