ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ევროკავშირმა ჩინეთისთვის სტრატეგიული ინფრასტრუქტურის მიყიდვით შეცდომა დაუშვა
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ევროკავშირმა წარსულში ჩინეთისთვის სტრატეგიული ინფრასტრუქტურის მიყიდვით შეცდომა დაუშვა. ამის შესახებ მანუელ მაკრონმა ბრიუსელში ევროკავშირის ორდღიანი სამიტისას მედიასთან განაცხადა.
სამიტზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი ევროკავშირი-ჩინეთის ურთიერთობები იყო.
მაკრონის თქმით, ევროკავშირმა უნდა გადახედოს თავის სტრატეგიულ დიალოგს ჩინეთთან. საფრანგეთის პრეზიდენტი ორ ძლიერ კომერციულ მოთამაშეს შორის უფრო თანაბარი პირობების შექმნის მოწოდებით გამოვიდა.
„ჩვენ სტრატეგიული შეცდომები დავუშვით წარსულში ჩინეთისთვის ინფრასტრუქტურის მიყიდვით“, – აღნიშნა მაკრონმა.